რუსეთმა კიევის და სხვა ქალაქების მიმართულებით დღეს რაკეტები ისროლა. იერიშს ლვივში სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან მოსკოვი აცხადებს, რომ მან მოახერხა მარიუპოლის ურბანული ნაწილის დაკავება და უკრაინელი მებრძოლების მხოლოდ მცირე რაოდენობა რჩება ქალაქის ფოლადის ქარხანაში. რუსეთის ამ განცხადების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება.
თუ მარიუპოლი დაეცემა, ეს პირველი დიდი ქალაქი იქნება, რომლის აღებასაც მოსკოვი უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოახერხებს. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ქალაქში ვითარება რთული რჩება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი ინარჩუნებს კავშირს ადგილზე მყოფ ჯარისკაცებთან.
ასევე ნახეთ: „დროის საკითხია, რომ მარიუპოლი მთლიანად რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცეს“- დანატიმას შემდეგ, რაც რუსული ფლაგმანი „მოსკვა“ ჩაიძირა, მოსკოვმა უფრო მეტი გრძელი რადიუსის სარაკეტო თავდასხმები განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის თქმით, მათ იერიში მიიტანეს, ტანკების შესაკეთებელ ქარხანაზე კიევში. აფეთქების ხმა გაისმა და კვამლი დადგა ქალაქის დარნიცკის რაიონში. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ექიმები სხვების გადარჩენას ცდილობენ.
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, რუსეთის საომარმა თვითმფრინავებმა, რომლებმაც ბელარუსის მხრიდან აიღეს კურსი, უკრაინაში, ლვივის რეგიონში რაკეტა ჩამოაგდეს. ოთხი ფრთოსანი რაკეტა უკრაინის თქმით, მათმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.
ხარკივის რეგიონის გუბერნატორმა თქვა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა, სარაკეტო თავდასხმის შედეგად. მიკოლაევში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, რუსეთი აცხადებს, რომ სამხედრო ტრანსპორტის შემკეთებელ ქარხანაზე მიიტანა შეტევა.
პასუხი გემის ჩაძირვაზე
ინტენსიური თავდასხმები მოჰყვა რუსეთის განცხადებებს პარასკევს, რომ ის უფრო აქტიურად განახორციელებდა გრძელი-რადიუსის შეტევებს დაუკონკრეტებელი, „საბოტაჟისა“ და „ტერორიზმის“ აქტების წინააღმდეგ. ეს განცხადება რუსეთმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საზღვაო ხომალდის „მოსკვას“ ჩაძირვა დაადასტურა.
Your browser doesn’t support HTML5
კიევი და ვაშინგტონი ამბობენ, რომ გემი, რომლის ჩაძირვაც უკრაინის შეუდრეკლობის სიმბოლოდ იქცა, უკრაინულმა სარაკეტო შეტევამ გამოიყვანა მწყობრიდან.
მოსკოვი აცხადებს, რომ გემი მას შემდეგ ჩაიძირა, რაც მას ცეცხლი გაუჩნდა და ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ევაკუირება მოხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რუსული ფლოტის ხელმძღვანელი, ადმირალი ნიკოლაი იევმენოვი 100 მეზღვაურს ხვდება, რომელიც მოსკოვის თქმით, „მოსკვას“ ეკიპაჟის წევრები არიან.
ასევე ნახეთ: აფეთქებები კიევის, ლვივის და დნიპროპეტროვსკის რეგიონებშირუსეთს ახლა იერიში უკრაინის აღმოსავლეთზე მიაქვს მას შემდეგ, რაც კიევის მისადგომებთან, უკრაინულმა ჯარმა მისი შეკავება შეძლო.
მარიუპოლი „დარჩება უკრაინულ ქალაქად“
მარიუპოლი დონბასის მთავარი პორტია. მარიუპოლის ორი მთავარი ფოლადის ქარხნის მეპატრონე და უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანი რინატ ახმეტოვი დებს პირობას, რომ ქალაქს ხელახლა ააშენებს. „მარიუპოლი იყო და ყოველთვის დარჩება უკრაინულ ქალაქად", - უთხრა ახმეტოვმა ახალი ამბების სააგენტო "როიტერს".
უკრაინა აცხადებს, რომ აკავებს რუსულ თავდასხმებს დონბასის რეგიონის სხვა ნაწილებში. გასულ 25 საათში იქ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა საარტილერიო ცეცხლს. ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქ ლისიჩანში მოსახლეობა თავშესაფარს ეძებდა მას შემდეგ, რაც თავდასხმებმა ქალაქი კვამლში გაახვია.
ასევე ნახეთ: რომის პაპმა უკრაინაში რუსეთის ომი „უაზროდ“ მოიხსენია და მშვიდობა ისურვაერთი ვერსიით, ვლადიმირ პუტინის მიზანი დონბასის მეტი ტერიტორიის დაკავებაა, რათა ომში გამარჯვება გამოაცხადოს.
ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალსიტებს უთხრა, რომ მსოფლიო უნდა მოემზადოს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევისთვის. გასულ თვეში, კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებდა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს მაშინ გამოიყენებდა, როცა „მის არსებობას საფრთხე შეექმნება“.
პარალელურად, ზელენსკის ადმინისტრაცია დასავლეთისგან დამატებით იარაღს ითხოვს. „უკრაინას სჭირდება იარაღი, არა ერთ თვეში, არამედ ახლა“, - დაწერა მიხაილო პოდოლიაკმა, პრეზიდენტის მრჩეველმა, „ტვიტერზე“.
Your browser doesn’t support HTML5
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მისმა ანტი-საჰაერო სისტემებმა ოდესის რეგიონში უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელსაც დასავლეთისგან უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი გადაჰქონდა. რუსეთს დამადასტურებელი მასალები არ წარუდგენია. ხოლო, კიევს აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ზელენსკი ამბობს, რომ ამ დროისთვის 3000-მდე უკრაინელი და 20,000 რუსი სამხედროა დაღუპული. მოსკოვს დანაკარგების შესახებ 25 მარტის შემდეგ არ განუცხადებია. მაშინ მოსკოვმა თქვა, რომ 1351 ჯარისკაცი დაკარგა. დასავლეთის შეფასებით, რუსეთის დანაკარგები ბევრად უფრო დიდია.
ასევე ნახეთ: ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს რუსეთის მხრიდან ბირთვული საფრთხე სერიოზულად მიიღოსუკრაინა ამბობს, რომ რთულია მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლის დათვლა. კიევი აცხადებს, რომ მხოლოდ მარიუპოლში, 20,000 ადამიანი დაიღუპა.
ამ დროისთვის, უკრაინის მოსახლეობის მეოთხედმა დატოვა საკუთარი სახლი, მათგან დაახლოებით 5 მილიონი ქვეყნიდან გავიდა.