ყირიმის რეფერენდუმი და არასტაბილური ფონი

ყირიმის რეფერენდუმის მიმდინარეობის პროცესში, აშშ და რუსეთი უკრაინის საკონსტიტუციო რეფორმების გატარებაზე შეთანხმდნენ, რამაც პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებას უნდა მიაღწიოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსი მინისტრი სერგეი ლავროვი კვირას შეთანხმდნენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმების გატარებას შეუწყობენ ხელს. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუუდასტურებია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტს. ამავე ინფორმაციით, უკრაინის პრემიერ მინისტრმა არსენი იაცენიუკმა აღნიშნა, რომ სეპარატიზმის მოსურნე პირებს მიაკვლევს.

ამ ფონზე, უკრაინის მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის თავდაცვის მინისტრები 21 მარტამდე ყირიმში, ზავზე შეთანხმდნენ.

უკრაინელმა მინისტრმა იჰორ ტენიუხმა აღნიშნა, რომ მოხდა შეთანხმების მიღწევა რუსეთის შავი ზღვის ფლოტთან, რომ უკრაინის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ზავის პროცესში არანაირი მოქმედება არ გატარდება.

რუსეთის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრისას გერმანელმა კანცლერმა ანგელა მერკელმა წამოაყენა წინადადება, რომ მოხდეს ეუთოს მისიის დაუყოვნებლივი გაფართოება უკრაინაში.

ყირიმის რეფერენდუმი მოსდევს შაბათს, რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დაბლოკვას ყირიმის რეფერენდუმის შედეგების არ-აღიარებასის მოწოდებით.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ შაბათს, ყირიმთან საზღვარზე, რუსულმა ძალებმა უკრაინული სოფელი სტრილკოვო დაიკავეს.