უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინა საქართველოდან ელჩს იწვევს. ამის შესახებ განცხადება ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება „სასწრაფოდ“ შევა ძალაში.
როგორც ზელენსკი ამბობს, ელჩის გამოწვევის მიზეზი საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები გახდა, მათ შორის ის, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს, ზელენსკიმ ეს ქმედება „ამორალურად“ შეაფასა.
ასევე ნახეთ: უკრაინის მხარდამჭერი აქციები საქართველოში მეხუთე დღეა იმართება"რაც შეეხება ჩვენს დიპლომატებს, მათი ქმედებები გამართლებულია იმ სახელმწიფოების მიმართ, რომელებმაც თავიანთი სიტყვა და საერთაშორისო ნორმები დაარღვიეს. დაუყონებლივ კონსულტაციებზე გამოვიწვიეთ უკრაინის ელჩი ყირგიზეთში, რადგან ამ ქვეყანამ რუსული აგრესია გაამართლა. ასევე, დაუყოვნებლივ ვიძახებთ კონსულტაციებზე უკრაინის ელჩს საქართველოში, რადგან მოხალისეები არ გამოუშვეს, რომელთაც ჩვენი დამხარება სურდათ და ასევე სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო",”- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
ის, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდებოდა განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, რომ "სანქციები არ მუშაობს" და აქვე აცხადებენ, რომ საქართველო რუსეთის საფრთხის ქვეშ არის.
Your browser doesn’t support HTML5
ამ დროისთვის, უცნობია დატოვა თუ არა უკრაინის ელჩმა საქართველო.