უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ რუსეთთან ტყვეთა გაცვლის წყალობით 144 უკრაინელი სამხედრო სამშობლოში დააბრუნა. 100-მდე მათგანი მარიუპოლის დასაცავად იბრძოდა.
თავის ყოველდღიურ მიმართავში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თქვა, რომ მოვლენები, რომელიც ახლა ვითარდება არის "ოპტიმისტური და მნიშვნელოვანი". პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში დაბრუნებული ჯარისკაცებიდან 59 ეროვნული გვარდიის, 30 ფლოტის, 28 ქვეითი ჯარის, 17 საზღვრის დაცვის და 9 ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფის წევრები არიან. ერთი მათგანი უკრაინის პოლიციის თანამშრომელია.
ასევე ნახეთ: ნატომ რუსეთი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ“ საფრთხედ გამოაცხადა"გათავისუფლებულებს შორის ყველაზე ასაკოვანი 65 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა კი 19-ის",- განმარტა პრეზიდენტმა. მისივე ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორისაა აზოვსტალის 95 დამცველი.
აზოვსტალს უკრაინელი სამხედროები მარტიდან მაისამდე იცავდნენ. საბოლოოდ, რუსებმა მარიუპოლი და აზოვსტალი აიღეს. ჯერ უცნობია რამდენი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ომმა, თუმცა ცნობილია, რომ აზოვსტალის 2,500-მდე მცველი ახლა რუსების ტყვეობაშია.