უკრაინელები დასავლეთისგან მეტ დახმარებას ითხოვენ. მათ შორის, არტილერიისა და საომარი მოქმედებებისთვის საჭირო სარაკეტრო სისტემების სწრაფ მიწოდებას, რათა უკრაინულმა ჯარმა რუსეთის შეჩერება შეძლოს ქვეყნის აღმოსავლეთში.
სევერდონცეკში კვლავ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ეს პატარა ქალაქი, რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ და უკრაინაში აქამდე არსებულ ეთ-ერთ ყველაზე სისხლიან საომარ ზონად გადაიქცა.
მანამდე ასეთივე რთული ბრძოლების გადატანა მოუხდა ქალაქ მარიუპოლს. უკრაინაში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან მომაკვდინებელი ქოლერისა და დიზინტერიის გავრცელებით სამხრეთ ქალაქ მარიუპოლში, სადაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს ნანგრევებში.
ასევე ნახეთ: ქოლერის საფრთხე მარიუპოლშიკოპენჰაგენში ონლაინ სიტყვით გამოსვლის დროს, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოითხოვა, რომ უკრაინა დასავლეთის ნაწილი გახდეს და მას დაცვის გარანტიები მისცეს.
"ევროკავშირს შეუძლია ისტორიული ნაბიჯი გადადგას, რათა დაამტკიცოს, რომ უკრაინის ევროპული ოჯახის წევრობა უბრალოდ სიტყვები და შესაბამისად, სიცარიელე არაა",- თქვა ზელენსკიმ.