უკრაინის პარლამენტმა 8 ოქტომბერს ახალი სპიკერი აირჩია. უკრაინის 261-მა დეპუტატმა უმაღლესი რადის სპიკერის პოსტზე „ხალხის მსახურის“ კანდიდატ რუსლან სტეფანჩუკს დაუჭირა მხარი. მან ამ პოსტზე დმიტრო რაზუმკოვი შეცვალა.
სპიკერის შეცვლა ერთი დღით ადრე დმიტრო რაზუმკოვის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. რაზუმკოვი თავდაპირველად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკავშირე იყო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მას მმართველ პარტია „ხალხის მსახურთან“ ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაეძაბა.
ასევე ნახეთ: ივანიშვილი "პანდორის დოკუმენტებში"- რას მალავს ოლიგარქი ოფშორულ "სამოთხეში"პრეზიდენტ ზელენსკის მოკავშირეები პარლამენტში რაზუმკოვს ბრალს სდებენ, რომ ის საბოტაჟს უწევდა პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივებს, მათ შორის, ერთ-ერთ ისეთ მნიშვნელოვან კანონპროექტს, როგორიც დეოლიგარქიზაციის კანონი არის.
რაზუმკოვი კი აცხადებს, რომ ზელენსკი და მმართველი გუნდი, ასევე პარტლამენტში მათი უმრავლესობა, კანონის უზენაესობას პატივს არ სცემს და დემოკრატიულ პრინციპებს უგულებელყოფს.