ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ბანკის მენეჯერი ჟურნალისტებზე თავდასხმის შემდეგ დროებით გადადგა


უკრაინის ექსპორტ-იმპორტის სახელმწიფო ბანკის „უკრეკსიმბანკის“ თავმჯდომარემ ბოდიში მოიხადა ინტერვიუს დროს ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო. იევჰენ მეტშერმა თქვა, რომ იქამდე სანამ გამოძიება დასრულდება ის თანამდებობას ტოვებს.

ინციდენტი 4 ოქტომბერს მეტშერის ოფისში მოხდა, მას შემდეგ, რაც კირილო ოვსიანმა, პროექტიდან „სქემები“, რომელიც რადიო თავისუფლების და უკრაინული „პერში“ ტელევიზიის ერთობლივი პროგრამაა, მას კითხვა დაუსვა კლიენტისთვის გაცემულ საეჭვო სესხზე. მეტშერმა უსაფრთხოების სამსახურს მისცა ბრძანება ჟურნალისტები გაეჩერებინათ, მათი კამერები და ვიდეო მასალები ჩამოერთვათ, რის შემდეგაც ოპერატორ ოლექსანდრ მაზურს ძალით ჩამოართვეს მისი ორი კამერა და მახსოვრობის ბარათი.

ჟურნალისტებს ოფისის დატოვების საშუალება მას შემდეგ მისცეს, რაც ინტერვიუ წაშალეს. თუმცა, „სქემის“ ტექნიკოსებმა მოახერხეს ვიდეოს ამოება, რომელიც ინციდენტს აღწერს.

მომხდარი უკრაინაში როგორც პოლიტიკოსებმა, ისე ჟურნალისტებმა და პრეზიდენტის ოფისმა დაგმო, როგორც „მიუღებელი“. მომხდარი ასევე დაგმო, "რადიო თავისუფლების" პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ.

„ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ საშუალება მათი საქმიანობა ფიზიკური ძალადობის შიშის თუ შევიწროების გარეშე შეასრულონ“, - თქვა მან.

ინტერვიუ ჟურნალისტური გამოძიების ნაწილი იყო, რომლის გამოქვეყნებაც რამდენიმე დღეში იგეგმება. მეტშერის დროებითი გადადგომა, არ ნიშნავს რომ მას თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG