ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილს შეხვდა


უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოში იმყოფება და ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რუსთავის #12 საპატიმროში შეხვდა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

„ვფიქრობ, საქართველო ბედნიერი უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ არის. საკუთარი ხალხის სიყვარულისთვის ის ყველაფერზეა წამსვლელი. ვამაყობ ადამიანით, რომელსაც თავისი ქვეყანა ასე უყვარს. ეს დიდი ბრძოლაა, რომლის მოგებაც ასე გჭირდებათ. ის პოლიტიკური პატიმარია და არ ეთანხმება ბრალდებებს. ქვეყნის მომავალი და მიშა უნდა დაიცვათ თქვენ. ამასთანავე, ის უკრაინელი პოლიტიკოსია და უკრაინისთვის ბევრი აქვს გაკეთებული“, - ამბობს ლიზა იასკო.

1 ოქტომბრის ღამით მიხეილ სააკაშვილის სოციალურ გვერდზე გავრცელდა ვიდეო მიმართვა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინელმა დეპუტატმა განაცხადეს, რომ ოჯახი შექმნეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ამჟამად ის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მან შიმშილობა გამოაცხადა. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად მხოლოდ უკრაინის მოქალაქეა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. 2018 წელს სასამართლომ მას პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG