ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების დღე თანმდევი მოვლენებით


არჩევნები 2021
არჩევნები 2021

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა. საერთო შეჯამების მიხედვით, პროცესმა მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე ჩაიარა. დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები 2021 წლის არჩევნების დარღვევებზე საუბრისას ანალოგიას წინა არჩევნებზე გამოვლენილ ექსცესებზე აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ ის მანკიერი პრაქტიკა, რაც საარჩევნო უბნის გარშემო აგიტატორებისა და ეგრეთ წოდებული მეთვალყურეების მობილიზებას გულისხმობდა, კვლავაც გრძელდება. დაფიქსირდა ასევე სუფრები, ზოგიერთი უბნის მიმდებარედ.

საიას სადამკვირვებლო მისიის შეფასების მიხედვით და 20 საათისთვის არსებული მონაცემების თანახმად, დაფიქსირდა პერიმეტრზე დაწესებული რეგულაციების დარღვევა. საიას ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საპატრულო პოლიცია რეაგირებას არ ახდენდა საარჩევნო უბნებთან შეკრებებზე, რაც ამომრჩეველთა ნების კონტროლის მიზნით იყო შემდგარი. „რაიმე ოქმი არის თუ არა პოლიციის მიერ შემდგარი, რაც ამ მრავლობით ფაქტებთან მიმართებით ვითარებას ასახავს, ჩვენ არ ვიცით“,- განაცხადა მან.

არჩევნები დასრულდა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:59 0:00

საიამ ასევე დააფიქსირა მარკირების წესების დარღვევა, არასათანადო დოკუმენტებით უბანზე შესვლის ფაქტები. „განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო მარნეულის ორ უბანზე. 65-ე უბანზე მარკირებისა და პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის ფაქტები ავსახეთ. მას შემდეგ, რაც საიას დამკვირვებლებმა ამ ფაქტის გასაჩივრება მოინდომეს, იგი უბნიდან გააძევა თამჯდომარემ. ამ პროცესში მონაწილეობას ასევე იღებდა ერთ-ერთი დამკვირვებელი. გადასატანი ყუთის დამკვირვებლებმა მარნეულში შეუძლებელი შეძლეს. მათ საათსა და 20 წუთში 40 ამომრჩევლის ხმა შეაგროვეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ყუთი უბანზე დააბრუნეს, ჩვენ ვნახეთ, რომ ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული,“- თქვა ნიკა სიმონიშვილმა.

საია დარღვევების შესახებ საუბრობს ასევე ქუთაისის მე-80-ე უბანზე (სპეც-სიაში შეყვანილი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის დარღვევა); ზუგდიდში. სადაც რეგისტრატორი საარჩევნო სუბიექტს, 41 ნომერს უწევდა აგიტაციას, გორის 70-ე უბანზე, სადაც ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა, ბათუმში, დიდუბეში.

არჩევნები 2021
არჩევნები 2021

“ამერიკის ხმასთან” საუბრისას „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის“ წარმომადგენელმა თეონა ფანქველაშვილმა განაცხადა, რომ დააფიქსირა რამდენიმე დარღვევა, რასაც პირადად შეესწრო. მან ნახა ცესკოს სიები, რომელიც უბნის გარეთ ჰქონდათ გამოტანილი. „უბნის გარეთ იმყოფებიან კრიმინალები, რომლებიც აშანტაჟებენ ამომრჩევლებს. მე მათთან მქონდა კომუნიკაცია, თუმცა ისინი გადმოდიან შეურაცხყოფაზე, გინებაზე. ამის გამო ადამიანები მათ უფრთხიან და ასრულებენ მათ მითითებებსა და ბრძანებებს. ასევე, უბნებზე ვხედავთ სუს-ის წარმომადგენლებს. როდესაც ერთ-ერთ კრიმინალთან მე მქონდა ხმამაღალი საუბარი, იქვე იმყოფებოდა სუს-ის თანამშრომელი, რომელიც ამ ყველაფერს აფიქსირებდა კამერით. მე მას მოვუწოდე, ჩარეულიყო და დაეცვა კანონი, რაზეც მან უარი განაცხადა.“- გვეუბნება თეონა ფანქველაშვილი.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეგზიტპოლებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მათ დამაჯერებლად გაიმარჯვეს. „თუ არ გჯერათ „გორბის“ შედეგების, დაელოდეთ ცესკოს მონაცემებს“,- განაცხადა კახა კალაძემ, თბილისის მერმა ჟურნალისტებთან.

არჩევნები 2021
არჩევნები 2021

„ქართული ოცნების“ დღევანდელი გამარჯვებით გაიმარჯვა საქართველომ, მისმა სტაბილურობამ, მშვიდობამ, წინსვლამ და განვითარებამ. ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ პასუხი გასცა რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ძალადობითა და არეულობით ემუქრებოდნენ. დღევანდელი დღე გახდება მშვიდობიანი განვითარების მყარი საფუძველი. შეგახსენებთ, რომ მომდევნო არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ წინასწარი მონაცემების მიხედვით, მათ თბილისი და საქართველოს დიდი ქალაქები მოიგეს. „ლელომ“ ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისელებს მიულოცა „დედაქალაქის დაბრუნება“.

„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს, რადგან ხვალიდან ჩვენ სხვა საქართველოში, სხვა თბილისში გავიღვიძებთ. თბილისში, რომელიც მართული იქნება კოალიციური ხელისუფლებით, თბილისში, სადაც ყველა გადაწყვეტილება გამჭვირვალედ იქნება მიღებული ხალხის მონაწილეობით. ასეთივე გადაწყვეტილება იქნება სხვა ქალაქებში, სადაც ოპოზიცია გაიმარჯვებს. როგორც ჩანს, ოპოზიცია ყველა ქალაქში იმარჯვებს. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ თითოეული ხმა დავიცვათ! უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნებისგან“ იქნება მცდელობა, რომ მიიტაცონ ხმები. ამიტომ, კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლებს მოგიწოდებთ, რომ თანამშრომლობით და კოორდინაციით დავიცვათ ოპოზიციური ხმები“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

არჩევნები 2021
არჩევნები 2021

ამ დროისთვის მხოლოდ ეგზიტპოლების შედეგებია ცნობილი და ისინი ერთმენთისგან განსხვავებულ მონაცემებს აჩვენებს. ცესკო ხმების დათვლის შედეგებს სრულად, ან ნაწილობრივ, დღის ბოლომდე გამოაქვეყნებს.

ცესკოს თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 51.92 პროცენტმა მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG