საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. განცხადება ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.
"მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ძებნილი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ის გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი სააკაშვილის დაკავების ღონისძიება“, - აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ქართული ოცნება და საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილს 24 სექტემბრის შემდეგ უკრაინის ტერიტორია დატოვებული არ ჰქონდა.
დღეს თბილისის დროით დაახლოებით დილის 8 საათისთვის მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა, მოგვიანებით მან ვიდეოები გაასაჯაროა, რომელიც მისივე მტკიცებით ბათუმში იყო გადაღებული.
Facebook Forum