უკრაინის ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას ხარკივის რეგიონში და რუსეთის საზღვართან რამდენიმე ქალაქსა და სოფელს იბრუნებენ. აღნიშნული განცხადება ბრიტანეთის დაზვერვამ გააკეთა.
რუსეთმა ტერიტორიიდან მისი დანაყოფების ნაწილი გაიყვანა, და ეს ძალები დიდი ალბათობით, ბრიტანეთის განცხადებით, აღმოსავლეთ ფრონტზე იქნება გადაგზავნილი, მას შემდეგ რაც დანაკარგები შეივსება და გადაჯგუფება მოხდება.
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ წარმატებას მიაღწია და პოტომნიკი, ხარკივის ჩრდილოეთის მთავარ მაგისტრალზე მდებარე სოფელი დაიკავა.
ასევე ნახეთ: ვაგნერის ჯგუფის ყოფილი წევრი ამბობს, რომ რუსეთმა კიევისთვის ბრძოლა წააგოსააგენტო „როიტერი“ მის ჟურნალისტებზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ უკრაინა სევეროდონეცისმდინარის საზღვრამდე, ხარკივიდან დაახლოებით 40 კილომეტრ ტერიტორიას აკონტროლებს. ჩრდილოეთში კი რუსეთის საზღვრისკენ მიიწევს.
„რუსეთის ძალების გასვლა ხარკივის რეგიონიდან ნათელი აღიარებაა, რომ რუსეთი ვერ იკავებს უკრაინის წამყვან ქალაქებს, სადაც ისინი მოსახლეობისგან ლიმიტირებულ წინააღმდეგობას მოელოდნენ“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
ასევე ნახეთ: კრემლი: ფინეთის ნატოში გაწევრიანება საფრთხეს გვიქმნის, რასაც რეაგირება მოჰყვებაუკრაინის გენშტაბის განცხადებით, რუსები გადაჯგუფებას იწყებენ, რათა ხარკივთან უკრაინის წინსვლა შეაჩერონ.
რუსეთის უკან დახევამ შესაძლებელი გახადა ბევრი მოსახლისთვის დაბრუნდნენ ხარკივთან გარშემო სოფლებში. თუმცა ტერიტორია კვლავ საფრთხის ქვეშაა, ის დანაღმულია და კვლავ ახლოსაა რუსეთის ცეცხლთან.