“ვაგნერის ჯგუფის”წარმომადგენელი ამბობს, რომ კიევისთვის ბრძოლა რუსი სამხედროებისთვის წარუმატებელი ამოცანა იყო და ეს ბრძოლა რუსეთმა წააგო.
მარატ გაბიდულიანი, რომელიც “ვაგნერის ჯგუფის” მისიებში მონაწილეობდა სირიასა და 2014 წელს უკრაინის ომში, ამბობს, რომ რუსული ჯარი არ მოელოდა ასეთი ტიპის წინააღმდეგობას უკრაინული ჯარისგან და მარცხის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. კიდევ ერთი მიზეზი თავად რუსი სამხედროების მოუმზადებლობა და დაბალი კომპეტენციაა.
„მათ სრულიად მოულოდნელი წინააღმდეგობა მიიღეს უკრაინული ჯარისგან, უკრაინელი სამხედროები სასტიკად იბრძვიან და უპირისპირდებიან რუსულ ჯარს, რომლებსაც მომზადება აკლიათ,“- ამბობს გაბიდულიანი.
გაბიდულიანმა “ვაგნერის ჯგუფი”2019 წელს დატოვა. დღეს ის 55 წლის არის და ამბობს, რომ ახლა რუსეთი მებრძოლების მობილიზებას აგრძელებს, რათა მათი გაგზავნა უკრაინაში მოხდეს. მასაც დაურეკეს, თუმცა მან უარი თქვა.
“ვაგნერის ჯგუფის” ყოფილი მებრძოლი ამბობს, რომ კრემლის ამოცანა გაუგებარია და რუსეთის დღევანდელ მიზნებს არ იზიარებს. მეტიც, ყოფილი დაქირავებული მებრძოლი ამბობს, რომ რუსეთს არ ჰქონია მოლოდინი რომ უკრაინული ჯარის პირისპირ აღმოჩდებოდნენ. მათ სჯეროდათ, რომ მათ წინ მხოლოდ უკრაინული პოლიცია იქნებოდა.
გაბიდულიანი ახლა საფრანგეთში იმყოფება და წერს წიგნს “ვაგნერის ჯგუფის” შესახებ.
მარატ გაბიდულიანის განცხადებების შესახებ კითხვა კრემლის სპიკერ დიმიტრი პესკოვს დაუსვეს, რომელმაც თქვა, რომ არ იცივ ვინ არის გაბიდულიანი და მის შესახებ არ ისაუბრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი კომენტარზე უარი თქვა.
რუსეთი ომს უკრაინაში სპეციალურ ოპერაციად მოიხსენიებს. კრემლში ამბობენ, რომ ეს არა ოკუპაციაა, არამედ ის ცდილობს დაიცვას ადამიანები ნაცისტებისგან.
“ვაგნერის ჯგუფი” არაოფიციალური გასაიდუმლოებული რუსული შეიარაღებული ჯგუფია, რომელსაც ხშირად “ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიას” უწოდებენ. 2017 წლის ივნისში, აშშ-მ “ვაგნერის ჯგუფი” იმ ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომელთა წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს.
Facebook Forum