ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის აზიური ტურნეს პარალელურად, ტაივანის აღმოსავლეთით ამერიკული საბრძოლო გემები განლაგდა. ოფიციალური პირები ამ ნაბიჯს რუტინულ გადაადგილებას უწოდებენ, თუმცა ეს ემთხვევა ჩინეთის გაფრთხილებას, რომ თუ პელოსი ტაივანში ჩავა, ამას რეაგირება მოჰყვება.
ჩინეთმა თავისმხრივ, რეგიონში სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა, რომლებიც მათ შორის მდებარე ტაივანის სრუტესთან განალაგა. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.კვირის დასაწყისში ტაივანის სრუტესთან ჩინეთმა არამარტო სამხედრო თვითმფრინავები, არამედ სამხედრო გემებიც განალაგა. სამხედრო თვითმფრინავები იქ საკონტროლო პროვოკაციულ გაფრენებს დღესაც აწარმოებდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ტაივანის აღმოსავლეთ წყლებში 4 ამერიკული ხომალდი, მათ შორის ავიამზიდი განთავსდა. ავიამზიდმა USS Ronald Reagan-მა სამხრეთ ჩინეთის ზღვა გაიარა და ახლა ფილიპინების ზღვაში, ტაივანის აღმოსავლეთით იმყოფება.
„მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს რუტინული განლაგებაა,“- ამბობს ამერიკის საზღვაო ძალების წარმომადგენელი, რომელმაც სააგენტო „როიტერს“ ინფორმაცია ანონიმურობის დაცვით მიაწოდა.
ოფიციალური უწყებები ამ დრომდე სამხედრო გემების ზუსტ ადგილმდებარეობას არ ამხელენ. საზღვაო ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფილიპინებისა და იაპონიის სამხრეთით, ტაივანთან ახლოს ასევე იმყოფება ამერიკული ამფიბიური თავდასხმის გემი USS Tripoli.
ნენსი პელოსის ვიზიტი აზიაში გუშინ დაიწყო და ის ამ წუთებშიც გრძელდება. პელოსი ჩინეთის დიდი ხნის კრიტიკოსია და მოსალოდნელია, რომ ის ტაივანში ჩავა.
ასევე ნახეთ: პელოსი აზიურ ტურნეს იწყებს, ჩინეთი ტაივანზე მისი შესაძლო ვიზიტის გამო გაფრთხილებას გამოთქვამსჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ პელოსის ტაივანში ვიზიტი „ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა“ იქნება და გაფრთხილება გამოთქვა, რომ შესაძლოა ამას „ძალიან სერიოზული განვითარება და შედეგები“ მოჰყვეს.
კითხვაზე, თუ ჩინეთის არმიამ რა სახის ზომებს შეიძლება მიმართოს, პრეს-მდივანმა თქვა „თუ ის წასვლას გაბედავს, მოვიცადოთ და ვნახოთ რა იქნება“.
პარალელურად ჩინეთში საპროტესტო აქციები იმართება, სადაც ჩინელების ნაწილი ნენსი პელოსის ვიზიტს აპროტესტებს.
ჩინეთი აშშ-ის ოფიციალური პირების ტაივანში ვიზიტს განიხილავს, როგორც კუნძულის დამოუკიდებლობის მომხრე ბანაკისთვის წამახალისებელი სიგნალის გაგზავნას. შეერთებულ აცხადებს, რომ რჩება “ერთი ჩინეთის” პოლიტიკის ერთგული, რომელიც ვაშინგტონის განმარტებით, ჩინეთსა და ტაივანს შორის არსებულ უთახნმოებაში სტრატეგიული ბუნდოვანების შენარჩუნებას გულიხმობს. ვაშინგტონი ინარჩუნებს არაოფიციალურ ურთიერთობას ტაივანთან და უწევს მას სამხედრო დახმარებას.