ჩინეთი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას განაგრძობს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ლი კეჩიანმა გააკეთა
პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჩინეთი „სრულად განახორციელებს პრეზიდენ სი ძინპინის შეიარაღებული ძალების გაძლიერების შესახებ შეხედულებებს და ახალი ეპოქის სამხედრო სტრატეგიას“.
ჩინეთმა გადაწყვიტა, თავდაცვის ხარკები 7.1%-ით გაზარდოს, რაც დამატებით 229 მილიარდი დოლარია.
თავდაცვისთვის გამოყოფილი ხარჯებით ჩინეთი მსოფლიოში მეორე ადგილს, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ იკავებს. ჩინეთს ჰყავს დიდი მუდმივი არმია, 3 მილიონი სამხედრო პერსონალითა და მოწინავე შეიარაღებით. მათ შორის, ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთს ჰყავს ორი ავიამზიდი, წყალქვეშა ნავები, მოწინავე რაკეტები და ატომური წყალქვეშა ნავები.
სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის პრემიერ-მინისტრს არ შეუცვლია მიდგომა ტაივანთან მიმართებაში და ძალის გამოყენებით დაიმუქრა.
„ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ სეპარატისტულ საქმიანობას, რომელიც ტაივანის დამოუკიდებლობას ესწრაფვის და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით საგარეო ჩარევას,“- თქვა ლიმ გამოსვლის დროს.
უკრაინაში რუსეთის ხელახალი შეჭრის შემდეგ, დასავლეთში გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ პროცესების გამო ჩინეთმა შესაძლოა ტაივანში ძალის გამოყენებით შეჭრა გადაწყვიტოს. ეს ის შემთხვევაში, თუ იგრძნობს, რომ აშშ-სა და მისი მკავშირე ქვეყნების მხრიდან, რეაგირება სუსტი იქნება.
Facebook Forum