რუსულ საწარმოში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთში, 9 აგვისტოს მომხდარ აფეთქებაში ერთი ადამიანი დაიღუპა, 60 დაშავდა და 12-ს ჯერ კიდევ ეძებენ. ზაგორსკის ოპტიკურ ელექტრონულ მოწყობილობათა საწარმო, სადაც აფეთქება მოხდა, მოსკოვის რაიონში, რუსეთის დედაქალაქიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს.

10 აგვისტოს რუსმა გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ საწარმოს ტერიტორიაზე იყო გაქირავებული საწყობი, სადაც პიროტექნიკური მოწყობილობები ინახებოდა. აფეთქების შემდეგ, სხვადასხვა დაშავებით საავადმყოფოს სულ ცოტა, 30-მა ადამიანმა მიმართა, მათ შორის 6 აქამდე სარეანიმაციო განყოფილებაშია.

ასევე ნახეთ: მოსკოვიდან 50 კმ-ში აფეთქების შედეგად 45 ადამიანი დაშავდა

ზაგორსკის საწარმო ძირითადად ინდუსტრიულ და ჯანდაცვის საჭიროების ხელსაწყოებს ამზადებს. ის რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების დაკვეთებსაც ასრულებს.

რუსეთის საგანგებო სამსახურები უარყოფენ თავიდან გავრცელებულ ცნობებს, უკრაინული დრონების შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ტასი" აქვეყნებს.

სააგენტო "ინტერფაქსი" კი გამოძიების ფედერალური კომიტეტის თანამშრომლის, ოლგა ვრადის კომენტარზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებასთან დაკავშირებით უკვე დაკავებულია ერთი ადამიანი. ის აწ უკვე გაკოტრებული პიროტექნიკის მწარმოებელი კომპანიის ტექნიკური დირექტორია, რომელიც უსაფრთხოების რეგულაციების დაუცველობაშია ეჭვმიტანილი.

მოსკოვის რაიონში მომხდარმა მძლავრმა აფეთქებამ გარშემო 38-მდე შენობა დააზიანა, მათ შორის 2 სკოლა, სპორტული კომპლექსი და მაღაზიაცაა. უმეტესობაში ფანჯრები ჩაიმსხვრა, განაცხადა მოსკოვის გუბერნატორმა ოთხშაბათს, 9 აგვისტოს.

Your browser doesn’t support HTML5

რას ნიშნავს კაშხლის აფეთქება უკრაინის კონტრშეტევისთვის?