ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში მომხდარი აფეთქების გამო, 6 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია


საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად, ექვსი ადამიანის სიცოცხლე ისევ კრიტიკულ მდგომარეობაშია, ერთი კი კვლავ დაკარგულად ითვლება. პარიზის ისტორიულ ე.წ ლათინურ უბანში მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ქალაქის პროკურორი ავრცელებს.

"ეს მონაცემები შეიძლება შეიცვალოს",- ამბობს პროკურორი მეილის დე როეკერი. მისი თქმით, აფეთქების შედეგად სულ დაშავებულია 50 ადამიანი, დაზიანებულია შენობები და ქუჩები.

აფეთქების შემდეგ, თავდაპირველად ორი ადამიანი იყო დაკარგული, თუმცა ორიდან ერთი მალევე იპოვეს საავადმყოფოში, ხოლო მეორეს კვლავ ეძებენ. პარიზში ოფიციალური პირები ამბობენ, რომ "ძებნა გრძელდება მეორე ადამიანის აღმოსაჩენად".

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია აფეთქება საფრანგეთის დედაქალაქში ჯერ არ გაუვრცელებიათ. თუმცა, თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქება სავარაუდოდ, გაზმა გამოიწვია.

აფეთქება პარიზის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის, პარიზის ამერიკული დიზაინის აკადემიის მიმდებარედ მოხდა. თუმცა, აკადემიის დირექტორმა თქვა, რომ 12 სტუდენტი, რომელიც იმ დროს უნივერსიტეტის შენობაში უნდა ყოფილიყო, იმ დროს გასული იყო და აფეთქების გამო ისინი არ დაშავებულან.

XS
SM
MD
LG