ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანის დედაქალაქში ბრძოლები მიმდინარეობს


სუდანის დედაქალაქში დაპირისპირებულ სამხედრო მხარეებს შორის, თვითმხილველების თქმით, მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს. 72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა და ახლა მხარეები ერთმანეთს დედაქალაქსა და მის შემოგარენში უპირისპირდებიან.

სუდანის არმია და გასამხედროებული "სწრაფი მხარდაჭერის ძალები" (RSF) ორ თვეზე მეტია ერთმანეთს ებრძვიან. დაპირისპირებამ გაანადგურა დედაქალაქი ხართუმი, გამოიწვია ძალადობა დასავლეთის რეგიონ დარფურში და 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად აქცია.

ცეცხლის შეწყვეტა უკანასკნელი ზავის ნაწილი იყო, რომელსაც მხარეებმა ჯედაში გამართულ მოლაპარაკებებზე, საუდის არაბეთისა და შეერთებული შტატების შუამდგომლობით მიაღწიეს.

სუდანში კონფლიქტი 2021 წლის გადატრიალებიდან მალევე, მას შემდეგ დაიწყო, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარეებს ქვეყნის სამხედრო მმართველობიდან დემოკრატიულზე გადასვლის გეგმა შესთავაზა. დაპირისპირებული ჯგუფები გეგმის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და ერთმანეთის წინააღმდეგ შეიარაღებული კონფლიქტი განაახლეს. სუდანს სამხედროები 2019 წელს ავტოკრატ ომარ ალ-ბაშირის ჩამოგდების შემდეგ მართავდნენ. ალ-ბაშირი სუდანის სათავეში სამ ათწლეულზე მეტი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG