არქეოლოგებმა მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, ბალამკუს დაცულ ტერიტორიაზე, ჯუნგლებში იპოვეს აქამდე უცნობი მაიას ტომის დროინდელი ქალაქი. ქვეყნის წამყვანი ანთროპოლოგიური ინსტიტუტის მიერ 20 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ათასზე მეტი წლის წინ, ეს ქალაქი მნიშვნელოვანი ცენტრი უნდა ყოფილიყო.
ძველ ქალაქში პირამიდის ფორმის შენობებია, ქვის სვეტები, 3 მოედანი მთავარი ნაგებობებით და სხვა ბევრი სტრუქტურით. არქეოლოგებმა მას ოკომტუნი დაარქვეს, რაც იუკატეკის მაიას ენაზე ქვის სვეტს ნიშნავს. მას მეცნიერებმა ლაზერული ტექნოლოგიებით მიაკვლიეს.
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ქალაქი ჩვენი წელთ აღრიცხვით 250-1000 წლებში, რეგიონის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ის დღევანდელი იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, უზარმაზარ ჯუნგლებში, რომელიც ნაკლებადაა შესწავლილი და სიდიდით ლუქსემბურგს აღემატება.
მაიას ცივილიზაცია წარსულში მექსიკის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილიდან იწყებოდა და ცენტრალური ამერიკის ნაწილს ფარავდა. ის ცნობილია დედამიწაზე ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციით, დამწერლობით, ხელოვნებით, არქიტექტურით და მოწინავე მათემატიკური თუ ასტროლოგიური ნიმუშებით. მაიას ცივლიზაცია კონტინენტზე ესპანელი კოლონიზატორების შესვლამდე რამდენიმე საუკუნეით ადრე გაქრა.
Facebook Forum