თურქეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სირიაში, სამხედრო რეიდის შედეგად, ლინკვიდირებული იქნა ტერორისტული დაჯგუფება, ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) ლიდერი, აბუ ჰუსეინ ალ-ყურაში, რომელიც ორგანიზაციას ბოლო 6 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. თურქეთის თქმით, ალ-ყურაშიმ თავი აიფეთქა მას შემდეგ, რაც მას თურქმა სამხედროებმა მიაგნეს.
ალ-ყურაში ტერორისტული ორგანიზაციის მესამე ლიდერია, რომელმაც სიცოცხლე თავის აფეთქებით დაასრულა. დაჯგუფება ერთ დროს ერაყის მესამედსა და სირიის მნიშვნელოვან ნაწილს კონტროლებდა, თუმცა ის უკანასკნელი წლების განმავლობაში, დასუსტდა.
ასევე ნახეთ: გაერო: შესაძლოა სუდანიდან 800 ათასი ადამიანი გაიქცესთურქული მხარის ინფორმაციით, თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის წევრები რეიდს 4 საათის განმავლობაში ატარებდნენ. მათ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის სამყოფელს, ორსართულიან სახლში, ქალაქ ჯანდარისთან ახლოს მიაკვლიეს.
თუმცა შეერთებული შტატები აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. "ამერიკის ხმასთან" ანონიმურობის პირობის დაცვით საუბრისას, აშშ-ის ოფიციალური პირი ამბობს, რომ ჯერჯერობით ვაშინგტონს არაფერი უნახავს, რათა დადასტურდეს ვარაუდი, რომ ისლამური სახელმწიფოს ლიდერი მართლაც ლიკვიდირებულია.
”ჩვენ არ შეგვიძლია ამის დადასტურება”, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.