სირიამ თვითმფრინავის ინციდენტი დაადასტურა

პრემიერ მინისტრმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უპასუხოს ინციდენტს

სირია ადასტურებს, რომ სირიის ცაზე მფრინავი თურქული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაცია სირიის მთავრობამ ოფიციალურად პარასკევს გაარცელა.

ანკარაში თურქი პოლიტიკოსები და სამხედრო მაღალჩინოსნები შეიკრიბნენ და ორი საათის განმავლობაში მოხმდარ ინციდენტზე მსჯელობდნენ.

შეხვედრის შემდეგ პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უპასუხოს ამ ინციდენტს. სირიული ძალები თურქეთს ეხმარებიან სირიის ტერიტორიაზე ჩამოგდებული თვითმფრინავის ორი თურქი დაკარგული პილოტის ძებნაში.