ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ძალადობა გრძელდება


სირიაში წითელი ჯვრის ორგანიზაციამ ძალადობის დაწყების დღიდან 400,000 დაზარალებულ მოქალაქეს გაუწია დახმარება

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ჰომსიდან მოქალაქების ევაკუაციას ცდილობს. ხუთშაბათს დილიდან სამთავრობო ჯარები იქ სამხედრო თავდასხმებს ახორციელებენ.

უკანასკნელი ინფორმაციით, დარააში სირიელმა სამხედროებმა სამგლოვიარე პროცესიაზე მიიტანეს იერიში და ათულობით ადამიანი მოკლეს.

წითელი ჯვრის ორგანიზაციის პრესმდივნის რაბაბ ალ-რიფაის განცხადებით, ორგანიზაციის წევრები ქალაქის მეორე ნახევარში იმყოფებიან და ცდილობენ დაზარალებულ უბნებში შეაღწიონ.

საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ დაჭრილები და დაუცველი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილებზე გადაიყვანონ. რიფაის განცხადებით, წითელი ჯვრის ორგანიზაციამ სირიაში, ძალადობის დაწყებიდან დღემდე 400,000 დაზარალებულ მოქალაქეს გაუწია დახმარება.
XS
SM
MD
LG