ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ძალადობის ესკალაცია გრძელდება


People run for cover from smoke after a shelling in the Karm al-Zeitoun area in Homs, Syria, March 12, 2012. (Reuters)
People run for cover from smoke after a shelling in the Karm al-Zeitoun area in Homs, Syria, March 12, 2012. (Reuters)

აქტივისტების თქმით დღეს დაღუპულთა რიცხვი სულ ცოტა 53-ს შეადგენს

გაეროს მისიის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი რობერტ მუდი აცხადებს, რომ ისინი ქვეყანაში რჩებიან და მუშაობას აგრძელებენ. მონიტორინგის მისიაში 300-მდე უიარაღო დამკვირვებელი მსახურობს. უკანასკნელი კვირების მანძილზე მათზე არაერთი შეტევა განხორციელდა, რასაც გაეროს განკარგულებაში მყოფი 9 მანქანის დაზიანება მოჰყვა.

რამი აბდელრაჰმანი, ბრიტანული უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოთქვამს შიშს, რომ სირია „ახალი სომალი ან ახალი ავღანეთი“ ხდება. მისი თქმით, მხოლოდ ოთხშაბათს ქალაქ ალეპოსთან და დარაასთან გამართულ შეტაკებებს 28 ჯარისკაცი და 24 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. მსხვერპლი დაფიქსირდა ჰამაში, იდლიბში და ქვეყნის დედაქალაქის, დამასკოს რამდენიმე გარეუბანში.
XS
SM
MD
LG