სირიის არმია, რეგიონალური სტანდარტების მიხედვით, ძლიერ შეიარაღებულ ძალას წარმოადგენს. 30 000 კაციანი სირიის სამხედრო-საჰაერო ძალები ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია. მათ შეიარაღებაში საბჭოთა და რუსული წარმოების საბრძლო თვითმფრინავები ჰყავთ.
მიგ-21 და მიგ-23-ის ტიპის გამანადგურებლებთან ერთად, სირიის საჰაერო ფლოტში, თანამედროვე მიგ-29 და სუხოის საბრძოლო თვითმფრინავებიც შედიან.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის ინსტიტუტის ექსპერტის, პიტერ ვიზემანის განცხადებით, პარტიზანებთან საბრძოლველად სირიის მთვარობამ ახლახან მოსკოვისგან იაკ-130 ტიპის 36 თვითმფრინავი შეიძინა.
„ეს მსუბუქი სასწავლო თვითმფრინავებია. მათ პილოტების გაწვრთნასთან ერთად საბრძოლო დავალებების შესრულებაც შეუძლია, განსაკუთრებით, ანტი-პარტიზანული ბრძოლის თვალსაზრისით.“
რუსეთის მთავრობა უარყოფს სირიის მმართველი რეჟიმისთვის იმგვარი იარაღის მიყიდვის ფაქტს, რომელსაც მეამბოხეების წინააღმდეგ გამოიყენებენ, თუმცა სრულიად აშკარაა, რომ მოსკოვი, დამასკოს საბრძოლო თვითმფრინავების სათადარიგო დეტალებით ამარაგებს და სირიელი მფრინავების გაწვრთნას ხელმძღვანელობს.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტის, არამ ნერგუზიანის განცხადებით, გასული საუკუნის 70-იან წლებში ისრაელთან ომების შემდეგ ამ წვრთნებს სირიის საჰაერო ძალებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
მისი თქმით: “უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში მათ ძალზე მცირე საბრძოლო გამოცდილება ჰქონდათ, რადგან სირია, საომარი რიტორიკის მიუხედავად, ყოველთვის ზუსტად ასრულებდა ისრაელთან დადებულ საზავო შეთანხმებას.“
როგორც იარაღით ვაჭრობის ექსპერტი პიტერ ვიზემანი აცხადებს, სირიამ ბოლო წლების მანძილზე კიდევ უფრო გააძლიერა ჰაერსაწინაღო თავდაცვის სისტემა რუსული იარაღის შეძენის ხარჯზე.
მისი თქმით: “ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან 2007 წელს ისრაელმა თანამედროვე თვითმფრინავების გამოყენებით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაბომბა სირიის სტრატეგიული ობიექტი, სავარუდოდ, ბირთვული რეაქტორი. ამის შემდეგ სირიამ თავდაცვის სისტემების მოდერნიზაცია დაიწყო.“
პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, თუ დასავლეთი სირიაში ინტერვენციას გადაწყვეტს, მას ლიბიასთან შედარებით უფრო თანამედროვე ჰაერსაწინაღო თავდაცვის სისტემასთან მოუწევს გამკლავება.
სირიის საჰაერო ძალებთან შედარებით ამ ქვეყნის საზღვაო ფლოტი უფრო მოკრძალებულად გამოიყურება. სირიის სამხედრო-საზღვაო ძალებში 5000 კაცი მსახურობს. ფლოტი, ძირითადად, სამხედრო ფრეგატებისა და საპატრულო კატარღებისგან შედგება.
როგორც ექსპერტი არამ ნერგუზიანი აცხადებს, დიდი მნიშვნელობა აქვს ხმელთაშუა ზღვის პორტ ტარტუში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის არსებობას. რუსეთის პრესაში გამოჩენილი ინფორმაციით, მოსკოვი ამ ბაზის მოდერნიზების საკითხს ძალზე სერიოზულად ეკიდება და მას დიდი სამხედრო ხომალდების მისაღებად ამზადებს, რომელთა შორის შესაძლოა ავიამზიდებიც იყვნენ.