ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ძალადობა გრძელდება


სირიის ოპოზიციიის აქტივისტების განცხადებით, ალეპოს პროვინციაში პარტიზანებმა მთავრობის მომხრე „შაბიჰას“ მილიციის 26 წევრი მოკლეს.
ბრიტანეთში, სირიის ოპოზიციის წარმომადგენლის რამი აბდელრაჰმანის თქმით, მოყვარულის მიერ გადაღებულ ვიდეო კადრებზე კარგად ჩანს დაღუპულთა ცხედრები, თუმცა მათი ვინაობის დადგენა შეუძლებელია.
თავის მხრივ სირიის სახელმწიფო ტელევიზია აცხადებს, რომ ალეპოს მახლობლად შეიარაღებულმა ტერორისტებმა 25 უდანაშაულო ადამიანი მოკლეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელი ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს, რადგან დამოუკიდებელ წყაროებს არ შეუძლიათ ამ ფაქტის დადასტურება.
სირიის ოპოზიციის განცხადების თანახმად, გრძელდება შეტაკებები სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის ქალაქ ჰომსის რაიონში.
XS
SM
MD
LG