თურქეთის მზარდი თანამშრომლობა რუსეთთან
Your browser doesn’t support HTML5
პირველი ატომური ელექტროსადგური თურქეთში ამ წლის ბოლომდე ამოქმედდება. რუსული რეაქტორების მშენებლობას იქ „როსატომი“ მალე დაასრულებს. თურქეთი რუსეთთან თანამშრომლობით, კიდევ ერთი ატომური სადგურის აგებას გეგმავს. მოლაპარაკება მესამე სადგურის აშენების მიზნით, ჩინეთთანაც მიმდინარეობს.