თურქეთის პრეზიდენტი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი, ამერიკის შეერთებულ შტატებს 9 მაისს ოფიციალური ვიზიტთ ეწვეევა. ინფორმაცია ამის შესახებ, თურქეთის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს. ერდოღანის ეს ვიზიტი პირველი იქნება თეთრ სახლში მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტი გახდა.
2019 წლის შემდეგ, ეს ვაშინგტონში ერდოღანის პირველი ვიზიტი იქნება. 2019 წელს ის შეხვდა მაშინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელთანაც კარგი პირადი კავშირები ჰქონდა.
ნატოს ორ წევრ ქვეყანას, ამერიკასა და თურქეთს შორის, ბოლო დროს დაძაბული უერთიერთობები მას შემდეგ დათბა, რაც თურქეთმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.
თუმცა, ორ ქვეყანას შორის განსხვავებები რიგ საგარეო საკითხებზე, მათ შორის, სირიაზე, ძალაში რჩება. სირიაში, ამერიკა ქურთ მებრძოლებთან თანამშრომლობს, რომლებსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს. ვაშინგტონი ასევე აიძულებს ანკარას მეტი გააკეთოს რუსეთში საქონლის ტრანზიტის შესაჩერებლად, რომელიც, ვაშინგტონის განცხადებით, უკრაინაში ომის დასაფინანსებლად გამოიყენება.
დამატებითი დეტალები და ინფორმაცია, ერდოღანის ვაშინგტონში ვიზიტთან დაკავშირებით, უცნობია. თუმცა, თურქეთის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანი, იბრაჰიმ კალინი, ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრებს შეხვდება, რათა მომავალი ვიზიტი განიხილონ.
ხუთშაბათს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი და თავდაცვის მინისტრი, იასარ გულერი, ამერიკულ დელეგაციას თურქეთში შეხვდნენ.
კომენტარი ერდოღანის ვიზიტთან დაკავშირებით, ვაშინგტონში, ან ანკარაში მდებარე ამერიკის საელჩოში ჯერ არ გაუკეთებიათ.