ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი მონაცემთა გაცვლის გამო "ფეისბუქისა" და "ინსტაგრამის" მფლობელ კომპანიას შეზღუდვებს უწესებს


თურქეეთის კონკურენციის სააგენტომ ორშაბათს კომპანია "მეტას" პლატფორმბს შემზღუდავი დროებითი ზომა დაუწესა. ეს "ინსტაგრამსა" და "თრედსის" პლატფორმებს შორის მონაცემთა გაცვლას შეაფერხებს. მიზეზად ბაზარზე კომპანიის მიერ დომინანტური პოზიციის შესაძლო მოპოვება სახელდბა.

დეკემბერში შესაბამისმა უწყებამ "ფეისბუქის" მშობელი კომპანია "მეტას" წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გამოძიების თანახმად, მისი პლატფორმების - "ინსტაგრამისა" და "თრედსის" - დაკავშირება კონკურენციის შესახებ კანონის შესაძლო დარღვევა იყო.

სააგენტომ თქვა, რომ ეს დროებითი შემზღუდავი ზომა მანამ იქნება ძალაში, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. ეს კი აუცილებელია იმის გამო, რომ ორი აპლიკაციის მიერ მონაცემების მოპოვება და მათი გაერთიანება შესაძლოა "არღვევდეს კონკურენციის შესახებ კანონს და შეუქცევად ზიანს აყენებდეს ბაზარს". "მეტას" წარმომადგენლებს ჯერ ამ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამას გარდა, ამ საკითხთან პირდაპირ დაუკავშირებელი გამოძიების ფარგლებში, თურქეთის შესაბამისმა სტრუქტურებმა "მეტა" 4.8 მილიონი ლირის (148 ათასი აშშ დოლარი) ოდენობით დააჯარიმეს. ჯარიმის მიზეზი ის მესიჯი გახდა, რომელიც კომპანიამ აპლიკაციებს შორის მონაცემთა გაცვლის თაობაზე საცნობებლად მომხმარებლებს გაუგზავნა. ბრალდების თანახმად, ეს შეტყობინება არ მოიცავდა საკმარის და გამჭვირვალე ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ ზიარდება მომხმარებელთა მონაცემები "ფეისბუქის", "ინსტაგრამის" და "ვოთსაპის" აპლიკაციებს შორის. ასევე, გამომძიებელთა განმარტებით, ამ შეტყობინებაში მითითებული იყო, როგორ ჩაერთოთ მონაცემთა გაცვლის ფუნქცია, მაგრამ ის არ პასუხობდა კონკურენციის საწინააღმდეგო შეშფოთებას.

XS
SM
MD
LG