თურქეთში არჩევნების პირველი ტური დასრულდა, თუმცა ოპოზიცია ხმებისთვის ბრძოლას აგრძელებს. თურქეთის მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ ათასობით ხმისთვის და ზოგიერთ საარჩევნო უბანზე, სავარაუდო დარღევევების დაფიქსირებისთვის იბრძვიან.
არჩევნებში, რომელიც 14 მაისს ჩატარდა, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა, იმაზე უკეთესი შედეგი მიიღო, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა.
ხმებისთვის ბრძოლის მიუხედავად, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სარჩელების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ერდოღანისა და მისი მთავარი კონკურენტის, ქემალ ქილიჩდაროღლუს მიერ ნაჩვენები შედეგები, მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.
მუჰარემ ერკეკი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დარღვევები ზოგ შემთხვევაში ერთ, ზოგჯერ კი ასობით არასწორად დათვლილ ხმას გულისხმობს.
Your browser doesn’t support HTML5
არჩევნების პირველ ტურში, თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა უმრავლესობა მიიღო. თუმცა, პირველივე ტურში გამარჯვებისთვის, ხმათა საჭირო რაოდენობის მიღება ვერ შეძლო. ამიტომ, 28 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
14 მაისვე გამართულ საპარლამენტო არჩევნების ირველივე ტურში, პრეზიდენტის "რესპუბლიკურმა ალიანსმა" გაიმარჯვა. ერდოღანი ამომრჩეველს არწმუნებს, რომ ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ ვითარებასთან, მწვავე ინფლაციასთან და დამაგრეველი მიწისძვრის შედეგებთან გამკლავება მხოლოდ მას შეუძლია. ოპოზიცია კი ამომრჩეველს გაერთიანებისკენ და ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჯერისკენ მოუწოდებს.