ევროკავშირი თურქეთის ხელისუფლებას მედიაზე განხორციელებული ზეწოლის გამო აკრიტიკებს.
ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, თურქეთში ჟურნალისტების წინააღმდეგ აღძრული სასამართლო საქმეები ერთგვარად ხელს უშლის თურქეთის ევროკავშირის წევრად გახდომას.
ჟურნალისტთა უფლებების დამცავი ჯგუფის ინფორმაციით, დაკავებულია, დაახლოებით, 75 თურქი ჟურნალისტი.
შეერთებულ შტატებში არსებული ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი თურქეთში არსებული პრესის თავისუფლების შესახებ სულ მალე სპეციალურ ანგარიშსაც გამოაქვეყნებს.
„თურქეთს საკანონმდებლო პრობლემა აქვს. გასულ წელს, სხვადასხვა საკითხზე დაახლოებით 3000-დან 5000-მდე საქმე იყო აღძრული ჟურნალსიტების წინააღმდეგ; ეს იმიტომ რომ კანონმდებლობა, რომლითაც თურქეთის სასამართლო ხელმძღვანელობს ხშირად არასწორად არის გამოყენებული,“ - ამბობს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის პროგრამების კოორდინატორი, ნინა ოგნიანოვა.
გასულ თვეს, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თურქეთის მედიას ქურთების თემების გაშუქება აუკრძალა. ბატონი ერდოღანის თქმით, ქურთულ საკითხებზე წერა ერთგვარად სეპარატისტების პროპაგანდას უწყობს ხელს.
ჟურნალისტმა, აჰმედ სიკიმ 13 თვე ციხეში დაჰყო. მისი გათავისუფლება მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის შემდეგ მოხდა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, იგი საკუთარი წიგნის გამოცემის შემდეგ დააკავეს, რომელიც პოლიციაში არსებულ კორუფციას ეხებოდა.
სახელმწიფო ზეწოლა მედია კონგლომერატებზეც ვრცელდება. „დოღან მედია გრუპი,“ რომელიც წამყვან თურქულ მედია საშუალებებს ფლობს, მათ შორის - „სი-ენ-ენ-ს,“ „თურქსა“ და „თი-ენ-თის,“ სულ ცოტა ხნის წინ პრემიერ მინისტრ ერდოღანის კრიტიკის საგანიც გახდა. ბატონი ერდოღანი უკმაყოფილოა „დოღან მედია გრუპში“ შემავალი მედია საშუალებების მიერ მთავრობის საწინააღმდეგო მასალების გავრცელების გამო.
შეერთებული შტატები, რომელიც თურქეთს თავის მოკავშირედ მიიჩნევს, ერთგვარად შეშფოთებულია თურქეთში ხელისუფლების მხრიდან გაზრდილ მედია კონტროლზე. შეერთებული შტატების ელჩის, ფრანსის რიკიარდინოს განცახადებით, „თურქეთში მედიის თავისუფლების საკითხი საკმაოდ ბუნდოვანია. ჟურნალისტების გარკვეული რაოდენობა კვლავ ციხეშია, რაც თავისუფალი მედიის არსებობას საფრთხეს უქმნის.“
ჟურნალისტი აჰმედ სიკის მსგავსად, მისი კოლეგები ამჟამად ისევ ციხეში იმყოფებიან. ქურთული ტელევიზიის გენერალური მენეჯერი, აჰმეტ ბირსინი 2009 წლის აპრილში დააკავეს. ქურთული საგამომცემლო სახლის მფლობელი, ბედირ ადანირი 2010 წლის იანვარში დააიჭირეს. ამ უკანსაკნელმა სასამართლოს გათავისუფლების თაობაზე რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.