ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

MCC და ინფორმაციის თავისუფლება


Journalist hold placards reading 'We are guarantors of the constitutional right to information' and 'There is no democracy without journalism' during a demonstration to mark the World Press Freedom Day on May 03, 2012 in Madrid. (AFP)
Journalist hold placards reading 'We are guarantors of the constitutional right to information' and 'There is no democracy without journalism' during a demonstration to mark the World Press Freedom Day on May 03, 2012 in Madrid. (AFP)

ეს არის სარედაქციო წერილი, რომელიც ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია არის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტო, რომელიც პარტნრიორობს უფლებამოსილ სახელმწიფოებთან [ქვეყნის პრიორიტეტების მიხედვით] შერჩეული პროექტების განსახორციელებლად. კორპორაცია გადაწყვეტილებას [ამა თუ იმ] ქვეყანაში კომპაქტის შემუშავების შესახებ ისეთი ინდიკატორების შეფასების საფუძველზე იღებს, როგორებიცაა სამართლიანი მმართველობა, ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა და გონივრული ფისკალური პოლიტიკა. ამასთან, მკაცრი პოზიცია გააჩნია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთან მიმართებაში.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინფორმაციის თავისუფალ გაცვლას, რადგან ეს ძალზედ მნიშვნელოვანია სამართლიანი მმართველობისათვის. პრესის თავისუფლება და ინტერნეტ-საშუალებებზე ცენზურის გარეშე ხელმისაწვდომობა, [ასევე] მნიშვნელოვანია სამართლიანი მმართველობისათვის. იგივე შეიძლება ითქვას იმ საინფორმაციო კანონების თავისუფლებაზე, რომლებიც მოქალაქეებს სახელმწიფოსაგან ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფოს საქმიანობის გამჭვირვალობის გარანტია.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მოქალაქეების განათლების [დონის ამაღლების] საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას და უზრუნველყოფს პირადი მოსაზრებებისა და იდეების გამოხატვის პლატფორმას. ინფორმაციის თავისუფალი ხელმისაწვდომობა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს საკუთარი ყოველდღიური ცხოვრება უამრავი გზით გააუმჯობესოს, [კერძოდ,] ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით, რაც შესაძლებელია საუკეთესო პრაქტიკის, ჯანმრთელობის დღეს არსებული საფრთხეების და მათი თავიდან აცილების გზების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობით; სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდით ფერმერული მეურნეობისა და ირიგაციის გაუმჯობესების ხელშეწყობის გზით; მწარმოებლების ხელშეწყობით ახალი ბაზრების მოძიების გზით; ან სულაც იმ გზების მოძიებით, რაც ელექტროენერგიისა თუ წყლის მოხმარების შემცირებას უზრუნველყოფს.

ინფორმაციის თავისუფლებამ, ასევე, შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სიღარიბის დაძლევის საქმეში. გამჭვირვალობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ინვესტიციების ზრდას განაპირობებს, რადგან [ეს ორი ფაქტორი] საშუალებას აძლევს ინვესტორებსს, მოიძიონ ინფორმაცია ინსტიტუტების ისტორიის, პრაქტიკისა და საქმიანობის შესახებ მოცემული ეკონომიკის პირობებში, რაც, თავის მხრივ, მათ ეხმარება მართებული გადაწყვეტილების მიღებაში ინვესტიციების უკეთ განსახორციელებლად და სამართავად.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ასევე, აძლიერებს დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას, ხელს უწყობს პოლიტიკურ მონაწილეობას, ამცირებს კორუფციასა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენებას. გარდა ამისა, ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების გაცილებით ეფექტურ განაწილებას. სანდო და საკმარისი ინფორმაციის ფონზე, მოსალოდნელია, რომ გასაჭირის ჟამს მოქალაქეები მთავრობას დაუჭერენ მხარს, ან პირიქით, ზეგავლენას მოახდენენ საჭირო ცვლილებებზე.

შეერთებული შტატების მოსამართლემ ერთხელ თქვა, რომ “დემოკრატიები დახურულ კარს მიღმა კვდებიან… თავისუფალი მედია იცავს ხალხის უფლებას, იცოდეს, რომ მისი ხელისუფლება მოქმედებს სამართლიანად, კანონის ფარგლებში და კეთილსინდისიერად.” ქვეყანა, რომელიც იცავს ინფორმაციის თავისუფალ გაცვლას შეერთებული შტატების ღირსეული პარტნიორია.
XS
SM
MD
LG