შტატების კოალიციამ ტრამპს სასამართლოში უჩივლა - რა მოხდება ამის შემდეგ?

მას შემდეგ, რაც კონგრესმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენებისთვის საჭირო თანხა არ გამოუყო, პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ტრამპი კონგრესს 5,7 მილიარდ დოლარს სთხოვდა. მექსიკასთან კედლის აშენება მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება იყო. ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება თერთს სახლს საშუალებას მისცემს ფული იმ უწყებებისგან აიღოს, რომლებსაც კონგრესმა ბიუჯეტი უკვე დაუმტკიცა.

რა არის შემდეგი ნაბიჯები?

იურიდიული დავა:
ორშაბათს, კალიფორნიის ხელმძღვანელობით, 16 შტატისგან შემდგარმა კოალიციამ ტრამპის ადმინისტრაციას ფედერალურ სასამართლოში უჩივლა. სარჩელი პრეზიდენტის მიერ კედლის ასაშენებლად მილიარდობით დოლარის დახარჯვას არაკონსტიტუციურად აფასებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა.

კონგრესის არჩევანი:

წარმომადეგნელთა პალატაში უმრავლეობის მქონე დემოკრატებს შეუძლიათ სარჩელს შეუერთდნენ, რომელიც შტატებმა შეიტანეს სასამართლოში, ან შეუძლიათ ტრამპს ცალკე უჩივლონ.

კონგრესში დემოკრატები ასევე ამზადებენ კანონპროქეტს, სახელწოდებით, “შეწყვეტის ერთობლივი რეზოლუცია.” კანონპროექტი კონგრესში, სავარაუდოდ, უპრობლემოდ დამტკიცდება, თუმცა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ სენატში მას წინაღობები შეექმნება.

იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი ორივე პალატამ დაამტკიცა, ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება. მოსალოდნელია, რომ ტრამპი მას ვეტოს დაადებს, რის შემდეგაც, კონგრესს ორი მესამედით შეეძლება ვეტოს დაძლევა.

კედლის ასაშნებელი თანხა:

პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესს კედლის ასაშენებლად 5,7 მილიარდი დოლარი სთხოვა. კონგრესმა მას ამ თანხის მხოლოდ ნაწილი-1,37 მილიარდი დაუმტკიცა. ფედერალური მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი გათიშვის თავიდან ასაცილებლად, ტრამპმა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტს ხელი მოაწერა, თუმცა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა იმისთვის, რომ წვდომა მოეპოვებინა სხვადასხვა სააგენტოს ბიუჯეტზე და მათი თანხების ნაწილი კედლის ასაშენებლად მიემართა. ამ გზით, პრეზიდენტმა დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის გამონახვა შეძლო.

საიდან მოიძია პრეზიდენტმა ეს ფული:

$1.37 მილიარდი: კონგრესი
$3.6 მილიარდი: თავდაცვის დეპარტამენტი, სამხედრო სამშენებლო ბიუჯეტი
$2.5 მილიარდი: თავდაცვის დეპარტამენტი, ნარკოტიების აღკვეთის პრეოგრამები
$600 მილიონი: ხაზინა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა