ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 16 შტატი უჩივის


ამერიკის 16 შტატი ერთიანდება კალიფორნიის ერთ-ერთ ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარში, რომელიც პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ასაჩივრებს. მომჩივან შტატებს სათავეში კალიფორნიის გენერალური პროკურორის ოფისი უდგას.

საჩივარში ნათქვამია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არალეგალური და არაკონსტიტუციური ქმედებაა, რომელიც შტატებს სხვა პროგრამების კუთვნილ ბიუჯეტს უზღუდავს. მათ შორის სახელდება სამხედრო მშენებლობები, ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლა და რამდენიმე სხვა სამართლებრივი პროგრამა. 16 შტატის გენერალური პროკურორის ოფისების მიერ შედგენილი საჩივარი სასამართლოსგან მოითხოვს, აეკრძალოს ტრამპის ადმინისტრაციას კონგრესის დამტკიცების გარეშე თანხების განკარგვა, რადგან მათი აზრით, ეს კანონის უზენაესობას აზიანებს.

დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა 15 თებერვალს გამოაცხადა. მან ამ ნაბიჯით გვერდი აუარა კონგრესს, რომლისგანაც ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე კედლის ასაშენებლად აუცილებელი საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო. მექსიკასთან სასაზღვრო კედლის აგება ტრამპის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG