ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი კონგრესში მიღწეული შეთანხმებით უკმაყოფილოა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს თქვა, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ახალი, შეზღუდული ბარიერის აშენების თაობაზე კანონმდებლების მიერ მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილი არ არის, მაგრამ ამ დავის გამო მთავრობის კიდევ ერთხელ დახურვის პერსპექტივას არ ხედავს.

შეერთებული შტატების ლიდერმა მიანიშნა, რომ შესაძლოა ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც საზღვარზე 88 კილომეტრიანი ახალი ღობის ასაშენებლად 1.375 მილიარდ დოლარს შეიცავს. ასეთ ნაბიჯი შეძლებს მთავრობის კიდევ ერთხელ დახურვის თავიდან აცილებას, რაც შესაძლოა წინა, სარეკორდო 35 დღიანი, დახურვიდან სამ კვირაში ისევ მოხდეს. მთავრობის დაწესებულებების დაახლოებით მეოთხედის დაფინანსება პარასკევს, შუაღამეს ამოიწურება. მათ შორის არის შიდა უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც საზღვრის პატრულირებას ახდენს.

პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ეძებს მთავრობის სხვა ფონდებს, რათა სასაზღვრო კედლის მშენებლობა კონგრესის ნებართვის გარეშე გააფართოოს. სავარაუდოდ, ოპოზიციაში მყოფი დემოკრატები ამ ტაქტიკას სასამართლოს მეშვეობით შეეწინააღმდეგებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG