აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში საუბრისას, ეროვნული მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მექსიკასთან სამხრეთის საზღვარზე არსებული მდგომარეობის დასარეგულირებლად.
მან, სამხრეთის საზღვრის გასწვრივ კედლის აშენებისთვის საჭირო თანხის მოსაზიდად, ამ გადაწყვეტილებით გვერდი აუქცია კონგრესს და პოტენციურად, იურიდიულ სარჩელს მისცა დასაბამი, რომელიც საპრეზიდენტო ძალაუფლების საზღვრების დადგენას შეუწყობს ხელს.
პრეზიდენტის მცდელობა სასაზღვრო კედელი ააშენოს, მისი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, სწორედაც რომ საზღვარზე შექმნილი მდგომარეობის გარშემო, მის კონსერვატიულ ამომრჩევლებს გაახარებს, თუმცა ეს გადაწყვეტილება მეტად გამოკვეთს მისი ოპონენტების პოზიციებს, რომლებიც პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების გადაჭარბების ბრალდებებით გამოდიან.
Facebook Forum