პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ შტატებმა "სერიოზულად უნდა განიხილონ" სკოლების გახსნა სასწავლო წლის დასასრულამდე. ტრამპმა ეს განცხადება იმის მიუხედავად გააკეთა, რომ უკვე ბევრჯერ ითქვა, სკოლების სექტემბრამდე გახსნა სახიფათო იქნება.
ტრამპმა ეს იდეა ორშაბათს, შტატების გუბერნატორებთან საუბრის დროს წამოჭრა. პრეზიდენტი და გუბერნატორები იმას განიხილავდნენ, თუ როგორ უნდა დაიწყონ შტატებმა ეკონომიკის ამუშავება და ბიზნესების თავიდან გახსნა.
"ზოგიერთმა თქვეგანმა, ალბათ უნდა დაიწყოს სკოლების გახსნაზე ფიქრი, რადგან ბევრ ადამიანს უნდა, რომ ისინი გავხსნათ. ეს არაა დიდი საკითხი. ვნახეთ, რომ ბავშვები ძალიან კარგად უმკლავდებიან ამ კატასტროფას, რომელიც ჩვენ ყველამ გავიარეთ", თქვა პრეზიდენტმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არცერთ გუბერნატორს პრეზიდენტის შემოთავაზებაზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია.
ახლანდელი მონაცემებით, კორონავირუსის გამო სკოლები, ისევე, როგორც სხვა საგანამანათლებლო დაწესებულებები სექტემბრამდეა დახურული. მათი ნაწილი კი ონლაინ რეჟიმში აგრძელებს სწავლის პროცესს.