ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ19-ის პანდემია აშშ-ში - 100 000 გამოჯანმრთელებული და 51 000-ზე მეტი გარდაცვლილი


ახალი კორონავირუსით ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით გარდაიცვალა 51 949 ადამიანი ხოლო ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა 905 000-ზე მეტ ადამიანს.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა 100 000 ადამიანს შეადგენს.

ამ დრომდე ყველაზე რთული ვითარება ნიუ-იორკშია, თუმცა შტატში დაღუპულთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ნიუ-იორკში ყველაზე რთული უბანი ქუინსია სადაც დაინფიცირებულია 44 000-მდე ადამიანი.

ახალ კორონავირუსზე ტესტირება ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG