ტრამპი მზადაა გამოძიებას ჩვენება მისცეს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის მზადაა სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერის გამოძიებას შეხვდეს და ფიცის ქვეშ ჩვენება მისცეს.

მალერი 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებს. ტრამპის თქმით, ის სიამოვნებით დაელაპარაკება გამოძიებას.

პრეზიდენტმა მალერის გამოძიებასთან დაკავშირებით შეხედულება ბევრჯერ შეიცვალა. რამდენიმე თვის წინ, მან თქვა, რომ „100 პროცენტით“ მიესალმება გამოძიების დამთავრებას. მოგვიანებით კი გამომძიებლის საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და თქვა, რომ მის საარჩევნო კამპანიასა და კრემლს შორის არანაირი კოორდინაცია არ ყოფილა.

მედიაში რუსეთთან კავშირებთან გავრცელებულ ცნობებს კი ტრამპი „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებდა.

მალერის გუნდი აცხადებს, რომ ტრამპთან საუბარი გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლებას და ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩევლის მაიკლ ფლინის საქმიანობას შეეხება.