ვაშინგტონში გრძელდება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე მიმდინარე გამოძიება. საგანგებო გამომძიებლის რობერტ მალერის გუნდმა თეთრ სახლის წარმომადგენლებთან განიხილა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გასაუბრების შესაძლებლობა.
ამასთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ დეკემბერში გაიმართა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის.
საგანგებო გამოძიება უკვე ოთხი თვეა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ბრალი წაყენებული აქვს ოთხ ადამიანს, მათ შორის არიან ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი და თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, გენერალი მაიკლ ფლინი.
Facebook Forum