ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ კიდევ ერთხელ დაწერა, რომ მას არ უთხოვია გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის ჯეიმს კომისთვის, შეეწყვიტა პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის, რუსეთის ელჩთან კავშირების შესახებ გამოძიება.
კომის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა მას გამოძიების შეწყვეტა სთხოვა, პრეზიდენტმა „კიდევ ერთი ტყუილი უწოდა“.
„გამოძიების ფედერალური ბიუროს რეპუტაცია ისტორიულად ახლა ყველაზე უარესია“, განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა დასძინა, რომ „ადმინისტრაცია მას ძველ დიდებას დაუბრუნებს“.
Facebook Forum