პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სენატორ კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას აფასებს და ამბობს, რომ მისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა.
ამბობს, რომ ის მისი "ნომერ პირველი არჩევანი იყო", როგორც ჯო ბაიდენის მიერ დასახელებული ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი.
ასევე ნახეთ: ბაიდენი და ჰარისი ამომრჩევლის წინაშე ერთად წარსდგებიან"მან ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა პრაიმერში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანხა დახარჯა. ამ ყველაფრის ფონზე, მცირედ გაოოცებული ვარ ბაიდენის არჩევანით. დიდი ხანია მას თვალს ვადევნებ და სრულიად უხამსი იყო მოსმენებში კანდიდატ, ახლა კი მოსამართლე კავანას მიმართ. ეს უხამსობის იმდენად მაღალი დონე იყო, რომ შეუძლებელია მისი დავიწყება. ასე რომ, ის ძალიან სუსტი იყო პრაიმერში, მაგრამ მაინც რჩეულია. ვნახოთ რა იქნება." - აცხადებს პრეზიდენტი ტრამპი.
ასევე ნახეთ: ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისი დაასახელასაპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის ნომინაციის სავარაუდო მფლობელმა, ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტად 55 წლის სენატორი, კამალა ჰარისი გუშინ, 11 აგვისტოს დაასახელა. ის ცოტა ხნის წინ, დემოკრატთა წინასაარჩევნო მარათონში ბაიდენის ოპონენტი იყო.
კამალა დევი ჰარისი პროფესიით იურისტია. ის შეერთებული შტატების სენატში პირველად 2017 წელს აირჩიეს. კამალა ჰარისი კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში დაიბადა. დაამთავრა ჯერ ჰოვარდის და შემდეგ კალიფორნიის უნივერსიტეტი. სენატორად არჩევამდე, ჰარისი კალიფორნიის გენერალურ პროკურორად ორჯერ აირჩიეს, ჯერ 2010 წელს და მოგვიანებით, 2014-ში.
ახლა მთელი ყურადღება დემოკრატთა ეროვნული ყრილობის მიმართ არის მიპყრობილი. ღონისძიება 17-დან 20 აგვისტომდე ვირტუალურად გაიმართება და მასზე პარტიიდან პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის ნომინაციას ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი უკვე ოფიციალურად მიიღებენ.