ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაასი ლავროვს: სასამართლოს დასაკვნას ჩვენგან შედეგები მოჰყვება


ბერლინის ცენტრალურ პარკში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა, რაშიც გერმანელი პროკურორები რუსული სახელმწიფოს კვალს ხედავენ, რუსეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა იყო მოსკოვში.

კეიკო მაასის თქმით, ამ საკითხმა ორმხრივი ურთიერთობები საგრძნობლად დაამძიმა. სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე კი მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია ყველაფერს გააკეთებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ონლაინ ან ამის მიღმა. აქვე, გერმანიის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ რუსეთი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს ამ საკითხში. მისი თქმით, ბრერლინიდან მოსკოვში გაგზავნილი იყო 17 მოთხოვნა ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ არც-ერთ მათგანზე პასუხი არ მიუღიათ.

ეს განცხადებები იმავე პრეს-კონფერენციაზე 11 აგვისტოს უარყო სერგეი ლავროვმა და აღნიშნა, რომ მოსკოვმა შეძლებისდაგვარად სრული ინფორმაცია მიაწოდა ამ საკითში გერმანიას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის სასამართლო პროკურორების არგუმენტს დაუჭერს მხარს და რუსეთს დასდებს ბრალს, ამ ფაქტს გერმანიის მხრიდან შესატყვისი შედეგები მოჰყვება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG