ერდოღანი ტრამპისგან "მაღალ შეფასებას" იმსახურებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქ კოლეგას აქებს. მისი თქმით, რეჯეპ ტაეპ ერდოღანი რთული რეგიონის მართვისთის “მაღალ შეფასებას” იმსახურებს.

თურქეთის უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ ამერიკელი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის და ორ ქვეყანას შორის გართულებული ურთიერთობების მიუხედავად, ერდოღანს ტრამპმა გაეროში, გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას გამართულ შეხვედრაზე შეაქო.

პრეზიდენტებს შორის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ერდოღანის მომხრეებმა ნიუ-იორკის სასტუმროსთან გამართულ შეხვედრაზე აქციის სამი მონაწილე სცემეს.

ერდოღანი სიტყვით თურქულ-ამერიკული ბიზნეს ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გამოდიოდა, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა. მისი გამოსვლისას დარბაზში ერთი მამაკაცი წამოდგა და ერდოღანს ხმამაღლა “ტერორისტი” უწოდა. მას შემდეგ რაც დაცვის თანამშრომლებმა მამაკაცი დარბაზიდან გაიყვანეს, კიდევ ორი მამაკაცი წამოდგა და შეძახილები დაიწყო. “ამერიკის ხმის” ჟურნალისტის ცნობით, რომელიც ინციდენტს შეესწრო, მამაკაცებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა შეერთებულ შტატებში ერდოღანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან.