ვაშინგტონის სასამართლოში ხუთშაბათს თურქეთის საელჩოს თანამშრომლების სასამართლო პროცესი დაიწყო. ისინი არ სცნობენ თავს დამნაშავედ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ბრალდებაში.
რამდენიმე თვის წინ, ვაშინგტონში თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის ვიზიტის დროს, საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. 16 მაისს დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალეს, რაც ვიდეოფირზეც არის დაფიქსირებული. ბრალი სულ 18 მოქალაქეს აქვს წაყენებული, რომელთა შორის საელჩოს თანამშრომლებიც არიან.
Facebook Forum