ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი ვაშინგტონში მომხდარ შეტაკებას გმობს


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია ვაშინგტონში პრეზიდენტ ერდოღანის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარი შეტაკებით. დეპარტამენტის განცხადებით, ყველა საჭირო, მკაცრი ზომა იქნება მიღებული.

„ძალადობა არასდროსაა შესაბამისი პასუხი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ და ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა. მისი თქმით, ამის შესახებ თურქეთის მთავრობასაც ესაუბრებიან.

პოლიციის ცნობით, დაკავებულ მოძალადეთა შორის ერდოღანის დაცვის წევრებიც იყვნენ. ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირიც აგრესიაში სწორედ თურქეთის პრეზიდენტის მომხრეებსა და მისი დაცვის წევრებს სდებს ბრალს. თურქეთის საელჩო კი ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაკავშირებულ ჯგუფებზე და მათ ბრალეულობაზე საუბრობს.

საელჩოს განმარტებით, შეტაკება აგრესიული პროვოკაციის შედეგი იყო , რომლის მსხვერპლნიც ერდოღანთან შესახვედრად მისული ამერიკის თურქი მოქალაქეები გახდნენ.

შეტაკებისას 11 დემონსტრანტი დაშავდა, ერთი მათგანი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG