ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეებსა და პრეზიდენტ ტრამპის მომხრეებს შორის მომხდარი შეტაკების დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. მომხდარის გამო ქალაქ პორტლენდის მერსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ღია დისკუსია და კრიტიკული მიმოწერა საჯარო სივრცეში შედგა.
შეტაკება პრეზიდენტის მომხრეებსა და აქციის მონაწილეებს შორის შაბათს მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი.
კვირას შუადღეს ქალაქ პორტლენდის მერმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან აქციის მონაწილეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და სთხოვა, მათ არ ეძიათ შური გასულ დღეს მომხდარის გამო.
პორტლენდის მერის გამოსვლიდან მალევე სოციალურ ქსელ ტვიტერში განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
"ტედ უილერი, რადიკალი მემარცხენე. დემოკრატი მერი არაფერს აკეთებს მაშინ, როცა ის უყურებდა დიდ სიკვდილს და ნგრევას მის მიერ ქალაქის მართვის დროს. ის ფიქრობს, რომ ეს უკანონობა და არეულობა სამუდამოდ უნდა გაგრძელდეს. არასწორია! პორტლენდში ამ სულელი მერის დროს ვითარება ვერ გამოსწორდება," - დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა ტვიტერში.
მას შემდეგ რაც ამერიკის პრეზიდენტმა პორტლენდის მერს სულელი უწოდა, ტედ უილერმა ჟურნალისტებს მისცა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს "კლასიკური ტრამპის" განცხადებები იყო.
"თქვენ სცადეთ დაგეყავით ჩვენ უფრო მეტად ვიდრე ეს თანამედროვე ისტორიაში რომელიმე ფიგურამ. ახლა კი თქვენ გინდათ მე შევაჩერო ძალადობა და პროტესტი, რომელსაც საფუძველი თქვენ ჩაუყარეთ," - მიმართა პორტლენდის მერმა პრეზიდენტ ტრამპს.
აქვე უილერმა თქვა, "რაც ამერიკას ახლა სჭირდება არის ის, რომ შენ შეჩერდე რათა ჩვენ შევძლოთ გაერთიანება და ერთად ცხოვრება".
პრეზიდენტმა ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის კონვენციაზე გამოსვლის დროს პორტლენდი გამოიყენა სამაგალითოდ, თუ რა შეიძლება მოხდეს ამერიკაში თუ პრეზიდენტი მისი დემოკრატი კონკურენტი ჯო ბაიდენი გახდება.
ამომრჩევლები "ჯო ბაიდენის ამერიკაში უსაფრთხოდ არ იქნებიან," - თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა გამოსვლის დროს.
პენსივლანიაში მყოფმა ჯო ბაიდენმა და დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა განცხადება მალევე გაავრცელა და თქვა, "თქვენ ხართ უსაფრთხოდ დონალდ ტრამპის ამერიკაში?" გასულ კვირასვე ჯო ბაიდენმა ერთ-ერთი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ქუჩის ძალადობას "განიხილავს, როგორც პოლიტიკურ ბენეფიტს" ეს ყველაფერი კი უფრო მეტი ძალადობის შემცველი ხდება.
ქალაქ პორტლენდში შეტაკება მაშინ მოხდა, როდესაც მოძრაობა "შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია" აქცია მიმდინარეობდა, ხოლო პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები, დაახლოებით 2 500 ადამიანი, მანქანებით მსვლელობას მართავდნენ.
აქციის მონაწილებსა და ტრამპის მხარდამჭერებს შორის შეტაკების დროს გასროლა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი. გარდაცვლილს ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიღებული. პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა, ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.
განვითარებული მოვლენების გამო, კვირას ამერიკის შეერთებული შტატების ათობით ქალაქში უფრო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, მათ შორის, დედაქალაქშიც.
პორტლენდში არსებულ ვითარებაზე ტელეარხ "abc" საუბრის დროს შიდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ჩად ვოლფმა თქვა, რომ პორტლენდის მერი და ოფიციალური პირები პოლიციელებს არ აძლევენ საშუალებას შეასრულონ საკუთარი საქმე.
"ძალადობა უნდა დასრულდეს. ისინი განაგრძობენ უარის თქმას ფედერალურ დახმარებაზე, რომელიც არის საშუალება რათა ეს ქაოსი დასრულდეს," - თქვა შიდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.
ასევე ნახეთ: "უბნების გადაწვა პროტესტი არ არის"- ჯო ბაიდენიშაბათს მომხდარ დაპირისპირებამდე დონალდ ტრამპმა ტვიტერზე ვიდეო გააზიარა, სადაც ასახული იყო თუ როგორ გადაადგილდებოდნენ მისი მხარდამჭერები მანქანებით პორტლენდის მიმართულებით. პრეზიდენტმა ვიდეო გადააზიარა და დაწერა რომ ისინი დიდებული პატრიოტები არიან. ამას გამოეხმაურა ჩად ვოლფი მან თქვა, რომ პრეზიდენტის განცხადება დაძაბულობას არ ზრდიდა. "არავითარ შემთხვევაში" თქვა ვოლფმა "abc-სთან საუბრის დროს.
ხვალ კი პრეზიდენტი ტრამპი გეგმავს ქალაქ კენოშას ესტუმროს. ქალაქს, სადაც 23 აგვისტოს პოლიციელების ქმედებას ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა. ამის შემდეგ ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეთა რადიკალურმა ფრთამ შენობები გადაწვეს, რის გამოც ქალაქში ფედერალური მთავრობის ჩარევა გახდა საჭირო.
ასევე ნახეთ: “NBA” რასობრივი უთანასწორობის პროტესტის ნიშნად ფლეიოფის თამაშებს აუქმებსვისკონსისნის გუბერნატორი პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ ქალაქ კენოშაში არ ჩავიდეს, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი კენოშაში ჩასვლას მაინც გეგმავს. გუბერნატორმა, ტონი ევერსმა, პრეზიდენტს ოფიციალური წერილი მიწერა, შემდეგ კი საჯაროდ გამოაქვეყნა.