ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვისკონსინში პოლიციელის მიერ შავკანიანი მამაკაცის დაჭრის ფაქტს ფედერალური პოლიცია გამოიძიებს


შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ვისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში პოლიციელების მიერ შავკანიანი მამაკაცის დაჭრის ფაქტის გამოძიებას დაიწყებს.

ინციდენტი, რომლის დროსაც ჯეიკობ ბლეიკი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა, კვირას მოხდა. ჭრილობების შედეგად ის წელს ქვევით პარალიზებულია. ასევე სერიოზულად დაუზიანდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, საქმეს გამოძიების ფედერალური ბიურო უხელმძღვანელებს და მას ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები დახმარებას გაუწევენ.

ოთხშაბათს, ვისკონსინის იუსტიციის დეპარტამენტმა სროლასთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური ანგარიში გამოაქვეყნა. ინციდენტი გამვლელმა ტელეფონით გადაიღო. შავკანიანი მამაკაცის დაჭრის შემდეგ, კენოშაში საპროტესტო დემონსტრაციები უწყვეტად მიმდინარეობს.

პოლიციის ანგარიშის თანახმად, ოფიცრები ქალის გამოძახებაზე მივიდნენ, რომელიც ამბობდა, რომ მისი მეგობარი მამაკაცი მასთან მივიდა მაშინ, როცა მას ეს აკრძალული ჰქონდა. პოლიციამ ბლეიკის დაკავება უშედეგოდ სცადა, შემდეგ მის შესაჩერებლად, ასევე უშედეგოდ, ელექტროშოკის პისტოლეტი გამოიყენა და ბოლოს მას მანქანამდე მიჰყვა. სროლა მაშინ მოხდა, როდესაც ბლეიკმა მძღოლის მხარეს მანქანის კარი გააღო. გამომძიებლებმა მძღოლის მხარეს დაგდებული დანა იპოვეს. მანქანაში სხვა იარაღი არ ყოფილა. ამ ეტაპზე უცნობია, დაემუქრა თუ არა ბლეიკი ოფიცერს დანით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG