ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვისკონსინის შტატში პოლიციამ შავკანიანს ესროლა, რასაც პროტესტები მოჰყვა


კვირას, მას შემდეგ, რაც ვისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში პოლიციამ შავკანიან მამაკაცს ესროლა, იქ დემონსტრანტები შეიკრიბნენ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც ავტომანქანის წინ მიდის და მას სამი იარაღმომარჯვებული პოლიციელი მიყვება. იმ დროს, როდესაც მამაკაცი მანქანის კარს აღებს და ჩასაჯდომად იხრება, ერთი პოლიციელი მას ზურგის მხრიდან ხელს პერანგში ჩასჭიდებს და თავისი იარაღიდან ისვრის.

ვიდეოში შვიდი გასროლის ხმა ისმის, თუმცა გაურკვეველია რამდენმა პოლიციელმა გაისროლა, ან სროლას წინ რა უძღოდა.

კენოშას პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში, სროლამდე მომხდარი მოვლენების შესახებ დეტალები მოცემული არ არის და მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ მამაკაცი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს და სროლის საქმეს შტატის იუსტიციის დეპარტამენტი გამოიძიებს.

ხელისუფლებამ ღამის კომენდანტის საათი დააწესა პროტესტების საპასუხოდ, რომლის დროსაც დიდი ჯგუფები კენოშას საგრაფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების შენობისკენ გაემართნენ. პოლიციის განყოფილებისგან ხალხისუკან დასახევად, პლასტმასის ფარები და ხელკეტები გამოიყენეს.

ვისკონსინის დემოკრატმა გუბერნატორმა ტონი ევერსმა იმ მამაკაცის და მისი ოჯახის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა და პირობა დადო, რომ უახლოეს დღეებში მოითხოვს მოქმედებას შტატის იმ არჩეული ოფიციალური პირებისგან - “რომლებმაც ჩვენს შტატში და ჩვენს ქვეყანაში არსებული რასიზმი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაიაზრეს” - თქვა გუბერნატორმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG