ამერიკის ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ, ხუთაშაბათს ფლეიოფის კიდევ სამი თამაში გადადო. სპორტსმენები აცხადებენ, რომ რასობრივ უთანასწორობას და შავკანიანების მიმართ, პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას აპროტესტებენ.
“NBA”- მ სამი თამაში ოთხაშაბთსაც გააუქმა. თამაშები გაუქმდა ბეისბოლისა და ფეხბურთის უმაღლეს ლიგებში, ასევე, მატჩები გააუქმა ქალთა ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ.
ჰოკეის ეროვნული ასოციაცია, უარს ამბობს დღეს დაგეგმილ ფლეიოფის თამაშზე.
სპროტსმენები ბოიკოტით ცვლილებებს ითხოვენ. „ჩვენ ვითხოვთ ცვლილებებს“ - დაწეერა, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე, ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა.
სპორტსმენებისა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ქმედებებს, პრეზიდენტი ტრამი აკრიტიკებს. „ისინი, რაღაც პოლიტიკური ორგანიზაციის მსგავსი გახდნენ. არ ვფიქრობ, რომ ეს სპორტისა და ქვეყნისთვის კარგი რამაა“ - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
საპირისპირო გააკეთეს დემოკრატიული პარტიიის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა.
„ეს მომენტი, მორალურ ლიდერობას ითხოვს და ამას აკეთებენ სპორტსმენები, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ და თავიანთ პლატფორმას სწორედ კეთილი მიზნით იყენებენ“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. სპორტსმენების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა კამალა ჰარისმაც.
Facebook Forum