ტრამპი უნგრეთის არჩევნებზე მხარს ვიქტორ ორბანს უჭერს

ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრა თეთრ სახლში. 2019 წელი.

დონალდ ტრამპი უნგრეთის არჩევნებზე რეკომენდაციას უწევს და ღია მხარდაჭერას უცხადებს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ნაციონალისტ ორბანს „ძლიერი ლიდერი“ უწოდა.

ასევე ნახეთ: უნგრეთის პრემიერ-მინისტრი "პრესის თავისუფლების მტრების" სიაში

ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპი ამბობს, რომ უნგრეთის ლიდერს მისი სრული მხარდაჭერა აქვს მოახლოებულ აპრილის არჩევნებზე. ამერიკის 45-ე პრეზიდენტის თქმით, ორბანმა "გასაოცარი სამუშაო გაწია" ქვეყნის დაცვის მხრივ, თუ უკანონო იმიგრაციის შეჩერების, სამუშაო ადგილების შექმნის, ვაჭრობის და ბევრი სხვა მიმართულებით. ტრამპი თვლის, რომ ორბანს ამ საქმის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეს.

ანალიტიკოსები უცხო ქვეყნის არჩევნებზე რომელიმე ლიდერის მხარდაჭერას ამერიკის მოქმედი, თუ ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან ძალზე უჩვეულო ფაქტად თვლიან. ვიქტორ ორბანს ხშირად აკრიტიკებენ უნგრეთში დემოკრატიული ინსტიტუტების და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესუსტებისთვის, ასევე - მედიაზე კონტროლის გაზრდის და უმცირესობების წინააღმდეგ ხშირი გალაშქრების გამო.

ასევე ნახეთ: "სირცხვილი"- ასე აფასებს ევროკავშირი უნგრეთის მიერ მიღებულ ანტი ლგბტქ+ კანონს