ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროევროპელი დობრევი უნგრეთის შიდაპარტიულ არჩევნებზე ლიდერობს


მომავალ წელს, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კონკურენტის შესარჩევად შიდაპარტიულ არჩევნებს ატარებს. პირველ ტურში 49 წლის კლარა დობრევმა გაიმარჯვა. ის მემარცხენე დემოკრატიული კოალიციის კანდიდატია და პროევროპული დღის წესრიგით გამოირჩევა. დობრევის მეტოქე კიდევ ერთი პროევროპელი კანდიდატი, გერგეი კარაჩონია. ის ბუდაპეშტის მერია. მან 2019 წლის არჩევნებში ორბანის პარტია “ფიდესის” კანდიდატი დაამარცხა.

ორბანი უნგრეთს 2010 წლის შემდეგ მართავს. მიმომხილველთა აზრით, ხელისუფლების შენარჩუნებაში მას მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა ეხმარება, რომელიც მსხვილი პარტიების ინტერესებზეა მორგებული. ოპოზიციამ ორბანის წინააღმდეგ გაერთიანება გადაწყვიტა. ოპოზიციურ ბლოკში სოციალისტები, ლიბერალები და ყოფილი ულტრა-მემარჯვენეები - ამჟამად მემარჯვენე-ცენტრისტები - გაერთიანდნენ. საზოგადოებრივი აზრის კვლევით, მმართველი პარტიისა და გაერთიანებული ოპოზიციის შანსები თანაბარია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2010 წლის შემდეგ პირველად, უნგრეთში კონკურენტული არჩევნები გაიმართება.

დობრევი უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ფერენც გურჩანის მეუღლეა. ორბანი დობრევსა და კარაჩონის "გურჩანის მარიონეტებს" უწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG